იმერელი გლეხები ზამთარს ცარიელი ბეღლებით ხვდებიან
შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიან-ხვავიან სეზონად არის აღიარებული და არცთუ დაუმსახურებლად. მთელი წლის ნაშრომ-ნაამაგარს საიმედოდ რომ დააბინავებს, მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქავს ხოლმე გლეხკაცი თავისუფლად და ზამთრის გრძელ ღამეებში იმის შიში მაინც არ ექნება, ოჯახი, პირუტყვი, ფრინველი სარჩოს გარეშე მეყოლებაო.